საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი ფილარმონიასთან აფეთქებაზე - შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები - აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 მუშა, ხოლო გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„პირველადი ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. სავარაუდოდ, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება, რის შედეგადაც დაშავდა 2 მუშა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ სტაციონარში არიან გადაყვანილები. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის