ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს აქვს მრავლობითი დამწვრობა, ამასთანავე აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.

„პაციენტს აქვს დამწვრობა სახისა და გულმკერდის არეში, კიდურების არეში. ჭრილობა აქვს ხელზე, მკლავზე, ყელზე და სახის არეში. აღენიშნება ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.

მას სტანდარტული კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში“, - განაცხადა ლევან ბესელიამ.

ცნობისთვის, ფილარმონიასთან მდებარე კლუბ „დეჟავუში“ გუშინ აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა