ექიმის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზე რჩება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია გაუარესების გარეშე. ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის, სტაბილური მდგომარეობაა და გაუმჯობესებული“, - განაცხადა ლევან ბესელიამ.

ცნობისთვის, ფილარმონიასთან მდებარე კლუბ „დეჟავუში“ აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

იხილეთ ვიდეო:ექიმის განცხადებით, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო