არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი სესიის შემდგომ დღეებში მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალკვაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი სესიის შემდგომ დღეებში მიიღებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკურმა გუნდმა სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად მოამზადა.

„სასამართლო კანონმდებლობაში ეს ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან საკითხს. ერთი, ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. მეორე - მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, რომ ეს ორივე საკითხი ვენეციის კომისიის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს შორის იყო, რომელიც ეხებოდა სასამართლოს. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ სესიის შემდეგომ დღეებში ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი გავხადოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლოს რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელსაც გეგმის მიხედვით გაჰყვებიან. მისი თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტი, გააგრძელებს სასამართლო რეფორმაზე მუშაობას.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ცვლილებები განიხილეს.

პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.

„საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს