სალომე სამადაშვილი - კანონს არღვევს პირველ რიგში  „ოცნება", რომელმაც არაკანონიერი დევნის გზით სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად აქცია

არანაირი ძალადობა და ხელების გადაგრეხვა არ უშველის "ქართულ ოცნებას",- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამდაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც წინასაარჩევნო გარემოზე "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშს გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული და ეს თავადაც კარგად იციან.

"ქართული ოცნება" სრულად არის თავადაც დარწმუნებული იმაში, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ის განწირულია მარცხისთვის, ამოტომ ვხედავთ გაზრდილ ძალადობის ფაქტებს და თავდასხმას ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ არანაირი ძალადობა, ხელების გადაგრეხვა არ უშველის "ქართულ ოცნებას" მთავარია, რომ ჩვენ მშვიდად გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანია, მშვიდად მივიდეთ არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან და უარი ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს და მის ოლოგარქიულ მმართველობას,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა “სამართლიანი არჩევნების” პოზიციას მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან არაკანონიერი დევნის გზით იქცა პოლიტიკურ დევნილად.

"მიხეილ სააკაშვილი არის საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკური დევნილი და ის მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში იმდენად რამდენადაც არის შესაძლებელი არსებული ვითარებიდან გამომდინარე. კანონს არღვევს პირველ რიგში "ქართული ოცნება", რომელმაც არაკანონიერი დევნის გზით მიხეილ სააკაშვილი აქცია პოლიტიკურ დევნილად,"- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, "სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მუქარის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზეა საუბარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს , რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა კანონით ეკრძალება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს