არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით თავს იმართლებს, რაც კითხვებს აჩენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით თავს იმართლებს, რაც კითხვებს აჩენს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დავით გარეჯის საკითხი ზეპარტიული საკითხია, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს.

„ რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს ის, რომ ოპოზიცია თავს იმართლებს დავით გარეჯზე. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიცია პოლიტიკური თავის მართლების რეჟიმშია. რა თქმა უნდა, ეს კითხვებს ბადებს. მაგრამ ამას ექნება სამართლებრივი შეფასებები და გამოძიება“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მოქალაქეებს უღალატა, მათ ბრძოლის ველზე მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები.

„ ნაციონალური მოძრაობა“ ორკესტრირებულად არის თავის მართლების რეჯიმში. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვას . მათ უღალატეს საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს იქნებოდა ეს ადამიანის უფლებების სფეროში თუ საკუთრების ჩამორთმევის სფეროში. მათ მედიას, დასავლურ ღირებულებებს უღალატეს. საკუთარი ჯარისკაცები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რა თქმა უნდა, აჩენს კითხვებს რატომ იმართლებენ თავს დავით გარეჯთან დაკავშირებით. გარწმუნებთ ამას სამართლიანი გამოძიების ფარგლებში გაეცემა პასუხი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის