გიორგი მშვენიერაძე - მელაშვილისა და ილიჩოვას მომზადებული რუკა არათუ ჩიჩხიტურის ან უდაბნოს მონასტერს, არამედ ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ მომზადებული 50 000-იანი მასშტაბის რუკა არათუ დავით გარეჯის კომპლექსში მდებარე ჩიჩხიტურის ან უდაბნოს მონასტერს, არამედ ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა, - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, 200 000-იანი მასშტაბის რუკას, რომელზეც გამოძიება აპელირებს, არც სამართლებრივი და არც კარტოგრაფიული ღირებულა არ გააჩნია.

,,საქმის მასალები, რომელიც უკვე მომზადებული ჰქონდა პროკურატურას ბრალდების წარდგენისათვის, შეიცავს ძალიან ბევრ მტკიცებულებას, რომელიც ცალსახად ადასტურებს ბრალდებულთა უდანაშაულობას. ბატონი მელაშვილისა და ქალბატონი ნატალიას მიერ მომზადებული 50 000-იანი მასშტაბის რუკა არათუ დავით გარეჯის კომპლექსში მდებარე ჩიჩხიტურის, ან უდაბნოს მონასტერს არამედ, ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა. ამიტომ, ეს მითი და კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, თითქოს ბატონი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ხელს უწყობდნენ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას, არის უბრალოდ ტყუილი.

ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია აზერბაიჯანთან წარდგენილი რუკით არის, რომ როგორც ბელთუბანი, ასევე ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში, ეს რუკები სწორედ ბრალდებულების მიერ არის მომზადებული. თავდაპირველად გამოძიება აპელირებდა 200 000-იან რუკებზე, რომლებსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ხარვეზიანია, აქვს აცდენები რეალურ წერტილებთან. ხელმოწერილი და შეთანხმებული რუკა არის მხოლოდ 500 000-იანი მასშტაბის. გამოძიების მიერ წარმოდგენილ რუკას არც სამართლებრივი და არც კარტოგრაფიული ღირებულება არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის