ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

როგორც შემთხვევის ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქუჩა, სადაც მკვლელობა მოხდა, გადაკეტილია და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა