შსს-ს წარმომადგენელი - პირი, ვის მიმართაც ავჭალაში გასროლა განხორციელდა გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ავჭალაში, პირი, ვის მიმართაც გასროლა განხორციელდა, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, უწყება გარდაცვლილის ვინაობის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

„გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით განცხადებებს მოგვიანდებით გავავრცელებთ. ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას. გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით. სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული იყო და ეს პირი მარტო იმყოფებოდა“, - განაცხადა მურადაშვილმა.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: პირი, ვის მიმართაც ავჭალაში გასროლა განხორციელდა გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა - შსს-ს წარმომადგენელი

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა