ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი - გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა -  აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან

ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი გამორიცხავს ვერსიას, რომ დღეს მომხდარი ფაქტი შესაძლოა, ნემსიწვერიძის წარსულ ცხოვრებას ან კრიმინალს უკავშირდებოდეს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში" განმარტა, ვალერიან ნემსიწვერიძე ბიზნესში ჩართვას გეგმავდა.

„თავს უფლებას ვაძლევ ვისაუბრო ამ ადამიანზე, რადგან კარგად ვიცნობდი. გეგმები ჰქონდა, ბიზნესში ჩართვას აპირებდა. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან. ხვალ უკვე შემეძლება გავეცნო საქმის მასალებს და დეტალურად განვაცხადო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ვალერიან ნემსიწვერიძე კრიმინალთან ძალიან შორს იყო. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებითაც ბრალი არ წაყენებია“, - განაცხადა მოკლულის ოჯახის ადვოკატმა.

ამასთან, ნიკოლოზ წულეისკირის თქმით, ვალერიან ნემსიწვერიძე აპოლიტიკური იყო, ამიტომ, ის მომხდარს არც პოლიტიკას არ უკავშირებს.

„აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო. საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა, არც არჩევნები. აღნიშნულ საკითხში არც იხედებოდა და არც კი საუბრობდა, ესეც გამოვრიცხოთ. ყველაფერს შეგვიძლია დავუკავშიროთ, მაგრამ არა კრიმინალს და მის წარსულ ცხოვრებას. შესაძლებელია სპონტანურიც იყო. ზებრაზე იყო გაჩერებული, როგორც ვიცი და ვნახე, იქ გაჩერება აკრძალულია. რატომ გაჩერდა ესეც გამოსაკვლევია“,-განაცხადა წულეისკირმა.

მისი ვარაუდით, მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია შესაძლებელია ელემენტარული წაკამათებაც გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ავჭალაში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჩაცხრილეს, ე.წ. ციხის ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვალერიან ნემსიწვერიძეა.

გავრცელებული ცნობით, ის 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, ნემსიწვერიძეს წარსულში 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს და სახელმწიფოს საქმე მოუგეს.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“