ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება

ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატის ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წულეისკირი განმარტავს, მოკლულ მამაკაცს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია და ის ბოლო წლების განმავლობაში „სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა“. ადვოკატი ასევე გამორიცხავს შურისძიების ვერსიასაც. წულეისკირის თქმით, ის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

„გუშინ გავრცელებული ვერსიები აბსოლუტურად გამორიცხულია. 100% -ით კმაყოფილი ვარ გამომძიებლების მუშაობით და ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე დღეში შედეგი დაიდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ ვისაუბრებ. ამ საქმეში ჩემი ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ბევრი არასწრორი ინფორმაცია გავრცელდა. დაზუსტებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სტრასბურგის გამამართლებელი გადაწყვეტილება არამხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დადგა, არამედ, გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ საქმესთვის უნდა გადაეხედათ, ვინაიდან ბრალდებულების ჩვენება წამების შედეგად იყო მიცემული.

ვალერიან ნემსიწვერიძე 8 წლის განმავლობაში გარეთ იმყოფებოდა და შურისძიება ვინმეს რომ სდომებოდა, აქამდე მოახდენდა. მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მას ჩხუბი, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი არ ყოფილა, ეს დეზინფორმაციაა. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალების“ დროს, ციხის ბუნტში რაიმე სახით მონაწილეობა მიეღო და ბრალი არ წაეყენებინათ? ეს ხომ გამორიცხულია. ოჯახი შექმნა, სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ოჯახის ბიზნესი ჰქონდა, დღედღეზე მაღაზიის გახსნასაც აპირებდა, ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ფაქტია“, - აცხადებს წულეისკირი.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული, ან არსებობს თუ არა მკვლელობის თვითმხილველი, ადვოკატი არ პასუხობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რითაც ის კმაყოფილია.

ცნობისთვის, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 5-ჯერ ესროლეს. გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთ-ერთ გახმაურებულ საქეში ფიგურირებდა. მას 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატის კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვას ედავებოდნენ, რომელიც საქმის ფიგურანტ დავით მინდაძეს უნდა შეესრულებინა. მოგვიანებით დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში უჩივლეს. ისინი არადამიანურ მოპყრობასა და წამებას ასაჩივრებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. ვალერიან ნემსიწვერიძე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო: გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება - რას ამბობს ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო