ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულებისთვის განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, რაც „მოსამართლეს, როგორც ჩანს, არ აღმოაჩნდა“.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ამ საქმის სპეციფიკისა და მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა და მოსამართლეს ეს გამბედაობა, როგორც ჩანს, არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო. ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მათ არ მიიჩნიეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მყარ მტკიცებულებად, მარიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ დასკვნაში წერია ის, რაც პროკურატურას არ აწყობს.

„ექსპერტი არის ირაკლი უგულავა. ის არის გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი, მას აქვს მუშაობის 21 - წლიანი სტაჟი. მთავარია ის, რომ ამ დასკვნაში წერია ის, რაც პროკურატურას არ აწყობს. ის, რომ პროკურატურამ ეს დასკვნა არ მიიჩნია მნიშვნელოვნად, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, ისევე როგორც ჩვენთვის არის მიუღებელი ის მტკიცებულებები, რომლებიც მათ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაიზიარა. ამ დასკვნებს ჩვენ არსებით სხდომაზეც წარვადგენთ“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ექსპერტი პროფესიით კარტოგრაფი, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი ექსპერტი, რომელიც თვითონ პროკურატურასაც ჰყავს ჩართული, არ არის პროფესიით კარტოგრაფი“.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის