ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი - ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მხოლოდ ერთი პირის შედგენილია, არც შინაარსობრივად, არც რეკვიზიტებით ის ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მხოლოდ ერთი პირის შედგენილია, არც შინაარსობრივად, არც ყველა რეკვიზიტით ის ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება, - ასე შეაფასა ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ადვოკატების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება. ამასთან, პროკურორი ბრალდებულ ივერი მელაშვილის კითხვასაც პასუხობს, არის თუ არა, დანაშაულის მოტივი გამოკვეთილი.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, ჩვენი არგუმენტაცია და ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა და ასევე ბრალდებულების მხრიდან, როგორც გამოძიების, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე უარყოფითი მონაწილეობა შესაბამისი მტკიცებულებებით და სტანდარტით, არსებობს.

ამ საქმეზე გაგრძელდა გამოძიება და შესაბამისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.

მოტივთან დაკავშირებით, კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთილია, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და როცა გამოძიება დასრულდება, აბსოლუტურად ყველაფერს საზოგადოებას ვაცნობებთ", - განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა წამყვან სპეციალისტებს აქვთ შედგენილი.

“ ექსპერტიზის ეს დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინა, მხოლოდ ერთი პირის შედგენილია, არც შინაარსობრივად, არც ყველა რეკვიზიტით ის ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება. კვაზი ექპერტიზის ეს დასკვნა ბრალდებულების ადვოკატებმა შეადგენინეს გიორგი უგულავას, გიგი უგულავას ძმას. შინაარსობრივად, ეს დასკვნა არ არის ექსპერტიზის დასკვნა, ამას ცალსახად იმიტომ ვიმეორებ, რომ ექსპერტიზის დასკვნას აქვს თავისი სტანდარტები - რა მეთოდები, რა ლიტერატურა იქნა ექსპერტიზის მიმდინარეობისას გამოყენებული, მითითებული საერთოდ არ არის. რაც შეეხება სტანდარტებს, ეს შინაარსობრივად კარტოგრაფიული უნდა ყოფილიყო და ბუნებრივია, ეს ამ დარგის სპეციალისტმა უნდა შეასრულოს, ჩვენი ექსპერტიზა ამ დარგის წამყვან სპეციალისტებს აქვთ შედგენილი და კიდევ გარკვეულ კითხვებს პასუხი აუცილებლად გაეცემა, მიმდინარე პროცესშია",- განაცხადა სადრაძემ.

კითხვაზე, თუ რაზე მიანიშნებს, როცა აცხადებს, რომ ექსპერტი გიგი უგულავას ძმაა, პროკურორი პასუხობს, რომ ეს "მხოლოდ და მხოლოდ" ინფორმირებისთვის განაცხადა. ამასთან, სადრაძე ასევე განმარტავს, რომ ბრალდების მხარემ საქმეზე არაერთი მტკიცებულება მოიპოვა.

"ივერი მელაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ თითქოს, ამ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, 8 ოქტომბრის შემდეგ, უამრავი მტკიცებულება მოვიპოვეთ მიმდინარე გამოძიებისას. 8 ოქტომბრის შემდეგ მათ მტკიცებულება არ მოუთხოვიათ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ თუნდაც, ყოველდღე მოითხოვონ მასალები, გადავცეთ, მაგრამ მათ არც კი მოუთხოვიათ. ისეთ კითხვებს სვამენ, რომელზე პასუხიც ჩვენ მიერ გამოძიების პერიოდში მოპოვებულ ექსპერტიზაში არის. ჩემი აზრით, დაცვის მხარე ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვარდება",- აცხადებს სადრაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა