თურქეთმა რუსული წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსეთის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად სათანადო ლაბორატორიული კვლევის არარსებობა სახელდება. ამის შესახებ განცხადება დღეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

„პრობლემა იმაშია, რომ რუსეთის ვაქცინა არ შეესაბამება სათანადო ლაბორატორიულ პრაქტიკას. ამიტომ ის ჩვენი ინტერესების მიღმა დარჩა“, - განაცხადა მინისტრმა თურქულ მედიასთან საუბარში.

ფაჰრეთინ ქოჯას რუსეთის გამალიელის ცენტრში უპასუხეს, სადაც ვაქცინა „სპუტნიკ V“ დამზადდა. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ლაბორატორიული წარმოება სერტიფიცირებულია „მინპრომტორგის“ სტანდარტებით და არა ევროპული სასერტიფიკატო ორგანოების მიერ. „ჩვენ არ გვაქვს ევროპული სტანდარტი, მაგრამ გვაქვს რუსული, როგორც მთელ ჩვენ წარმოებას - ეს ცნობილია“ , - განაცხადა ალექსანდრე გინცბურგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!