პეტიცია  „დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები“  მზადდება

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პეტიცია - „დაისაჯონ თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელები“, მზადდება. პეტიციაზე ხემომწერები მოითხოვენ პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს.

„საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ: პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში; გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება; გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით; გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში“,- აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აწერს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა