ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დასკვნების გასაცნობად ხვალ თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ხვალ თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რის გამოა ის უწყებაში დაბარებული.

„ხვალ მობრძანდით 17:00 საათზე დასკვნების გასაცნობადო და უნდა გაგესაუბროთო. მე არ ვიცი, რა თემაზე უნდა გაგვესაუბრონ. მე არაერთხელ მითქვამს, პეტიციაც კი გავაკეთე, რეალურად, ესენი არიან მომართული, რომ დაასრულონ საქმე. მკვლელობით გადაკვალიფიცრებას არ აპირებენ, აპირებენ თვითმკვლელობამდე მიყვანით დაასრულონ, მაგრამ იმასაც არ ეძებენ ვინ ან რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ახლა ეს ყველაფერი უნდათ, რომ მშობლების დისკრედიტაციამდე მიიყვანონ და ამით დაასრულონ ის სიბინძურე, რომელიც დაიწყეს. უნდათ, რომ პირდაპირ ხელი დააფარონ დამნაშავეებს და დამნაშავეებს ვინც აფარებს ხელს, ისიც დამნაშავეა. თან არჩევნები დასრულდა. არაფერი საშიშროება აღარ აქვთ, ძალაუფლება და ხელისუფლება მათია“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის