თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა, არჩევნებში გავიმარჯვეთ, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ

იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც, - ამის შესახებ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საკმაო მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ ოჯახმა სტრასტბურგის სასამართლოში იჩივლოს.

„თუკი თამუნა თვითმკვლელობას გეგმავდა ამდენი ხნის მანძილზე, რაში სჭირდებოდა ელექტროშოკი? ჩამოვაყალიბებ ამასაც და ვეტყვი ამ წამლების დასახელებებსაც. შეიძლება, მიზანმიმართულად აბარებდნენ, აფთიაქში არის ჩანაწერი, რომ ეუბნება, ჩემთვის არ მინდა ეს წამალი, სხვამ დამაბარაო. თუნდაც, ბუზების არსებობა დახურულ სივრცეში, მაინტერესებს ისინიც ეგრე იფიქრებენ, რომ ბუზებს შეეძლოთ სისხლის წვეთების გადატანა? ან მამაკაცის უცხო დნმ მანქანაში? ძალიან ბევრი მტკიცებულებებია, შეიძლება უცებ ყველაფერი ვერ გავიხსენო. იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც. ბაჭულაშვილმა რომ დაგვირეკა და გვითხრა, თქვენი შვილი შარშიაო. ვითომ კარგად დაგეგმეს თვეების მანძილზე მზაკვრულად ინსცენირებული თვითმკვლელობა, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაეპარათ და ზუსტად ამით გასაჩივრდება სტრასბურგში“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის