მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა იმამურა აკირას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

მინისტრმა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომელთა შორის არის ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ზენშო იოშიდა (იაპონია). მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტი განათლების მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. აკადემიური პროგრამები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების ანალოგიით იქმნება და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მიღწეულია რამდენიმე უნივერსიტეტთან. მათ შორის, მიმდინარეობს მუშაობა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ამერიკელ და იაპონელ პარტნიორებთან ერთად შეიქმნება.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის.

"მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს კიდევ ერთი მეგა-პროექტის – ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა, რომელიც ასევე დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ. ცენტრში უცხოელი მეცნიერების ჩართულობით წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში, რისი სურვილიც არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა. მიხეილ ჩხენკელმა ელჩს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა, რაზეც იმამურა აკირამ მზაობა გამოხატა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების შესახებაც. მისი განვითარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან უშუალოდ არის დაკავშირებული დასაქმებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა პროფესიულ განათლებაში იაპონიის მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის, შეეხო პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებისთვის ორგანიზაციული ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზების შესაძლებლობის განხილვასაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, იაპონიის ელჩმა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მან ასევე ისაუბრა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს კულტურას წარმოაჩენს იაპონიაში, ხოლო იაპონურ კულტურას პოპულარიზაციას უწევს საქართველოში.

"ელჩი ასევე შეეხო საქართველოს სუმოს კავშირთან არსებულ საქმიან ურთიერთობებს, რომლის გამყარებას ხელი შეუწყო კავშირის პრეზიდენტად ლევან ცაგურიას არჩევამ. მოგეხსენებათ, ლევან ცაგურია პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტია, რომელიც წლების განმავლობაში იაპონიაში ასპარეზობდა და იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ელჩის თქმით, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში სუმოს იაპონელი ინსტრუქტორები ჩამოვლენ და ქართველ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრისა და იაპონიის ელჩის შეხვედრას ასევე ესწრებოდა იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, კულტურის ატაშე იმანიში ტაკაო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო