გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, დღეს, 2 მარტს გამოაცხადებს.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ პროცესზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ ბრალდებულები, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

აღნიშნულ საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს, ასევე, დასკვნითი სიტყვები წარმოთქვა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემაც.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სასამართლოში ჩვენება მისცა გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა, ის ბრალდებულების გამტყუნებასა და მკაცრად დასჯას ითხოვს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის