პროკურორი - როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, ცრუობენ - ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს

როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ ისინი. ბრალდების მხარე ერთადერთ განაჩენს, რასაც ელოდება, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრალდებულები მოტივირებულები არიან სასამართლოს თავისი სიცრუე დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ ისინი. რა თქმა უნდა, ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ, თავს დაესხნენ. შემდეგ, უკვე იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, უკვე მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბრალდებულები და შემდეგ წყალში გადააგდეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილმა მათგანმა საერთოდ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ისაუბრა, ანუ საერთოდ არ შეეხო მომხდარ ფაქტებს, თუმცა იმ ნაწილმა, რომელმაც ისაუბრა ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ყველა მათგანმა იცრუა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ უკვე იქნა დადასტურებული, რომ არის სიცრუე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი არც გვქონდა, რომ ბრალდებულებიდან რომელიმე მათგანი იტყოდა სიმართლეს, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დავასკვენით, რომ ისინი მოტივირებულები არიან, სასამართლოს თავისი სიცრუე რაიმე სახით დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან.

ბრალდების მხარე ერთადერთ განაჩენს, რასაც ელოდება, ეს არის გამამტყუნებელი განაჩენი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს,“- განაცხადა პროკურორმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში