ნესტან ლონდარიძე - დავით სარალიძის საქმეზე, ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება, თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ მათი შვილის მკვლელები დაისაჯნენ

დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება, თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ მათი შვილის მკვლელები დაისაჯნენ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც აღნიშნული საქმის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირის, გიორგი მენაბდის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქმე დასრულებული არ არის და დამატებით პასუხისმგებლობაში სხვა პირებიც უნდა მიეცნენ.

„ზაზა სარალიძის მიერ საქმის დასაწყისშივე იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირი ფარდულში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას იღებდა. იმ მომენტში დღემდე ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამოვლენილიყო და დასჯილიყო ყველა ის პირი, რომელმაც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

რამდენად კმაყოფილია დაზარალებული მხარე ამაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება და ოჯახი ამით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა მათ ექნებათ თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ დაისაჯა მათი შვილის მკვლელები.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა გრძელდება, საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ დასრულდა მანამდე, ვიდრე გარკვეული პირები პასუხისმგებლობაში არ იქნებიან მიცემული, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის