დავით ბაქრაძე - ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის და მთლიანად ხელისუფლება, თავისი ვითომ მოსული, ვითომ წასული, მყოფი და არაფრის გამკეთებელი ლიდერებიანად გავუშვათ

ჩვენი გეგმა უნდა იყოს, რომ ოპოზიცია მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის და მთლიანად ეს ხელისუფლება, თავისი ვითომ მოსული, ვითომ წასული და მყოფი და არაფრის გამკეთებელი ლიდერებიანად, ყველა ერთად, გავუშვათ ოპოზიციაში,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებული წერილი ცხადჰყოფს, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა და ჯერ კიდევ განსაზღვრავს „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მესიჯებსა და ქმედებებს.

„პირველ რიგში, ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული არ არის. ის განსაზღვრავს „ქართული ოცნების“ მოქმედებებს, ამ მოქმედებების შინაარსს, ამ მოქმედებების ტონალობას, ის აძლევს სამოქმედო გეგმას, დირექტივას და მესიჯებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას. ანუ პირველი, რაც ამ წერილიდან თვალსაჩინოდ ჩანს, გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში და ის არის „ქართული ოცნების“ დასაყრდენი, რომლის გარშემოც არის დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭრა.

რაც შეეხება თვითონ ბრალდებებს, ნამდვილად მიმაჩნია, რომ აბსურდული ბრალდებები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა გაგვიკვირდეს, ძალიან ბევრი მოგვისმენია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ჩემი საქმე ხელისუფლების შიდა დაპირისპირებასა და ჭორაობაში მივიღო მონაწილეობა.

მე ვიცი ერთი რამ, ქვეყანაში დღეს არის უმძიმესი ვითარება, ამ ქვეყანაში დღეს არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, არის უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები იზრდება ყოველკვირეულად და ყველა ამ სიღარიბესა და გაჭირვებაში მონაწილე და დამნაშავეა „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, მოქმედიც, უმოქმედოც, წასულიც, მოსულიც, ვითომ წასულიც, ვითომ მოსულიც, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ კრიზისზე, რომელშიც დღეს არის ქვეყანა, ამიტომ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ამ ხელისუფლების შეცვლა და კომპეტენტური მთავრობის მოყვანა და არა იმაზე მსჯელობა, ვინ ვისზე ჭორაობს, ვინ ვის რას აბრალებს და ვინ ვის როგორ უყურებს ხელისუფლებაში,“- განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა