ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს ელაპარაკებოდა, გასამხნევებლად გამოვიდა და არსად წასულა

გახარია არის იგივე „ქართული ოცნება“, არაფრით არ განსხვავდება ის „ქართული ოცნებისგან“ - ის ვერ გახდება ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებული წერილით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ესაუბრებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ღელავს.

„საინტერესო და ცოტა ირონიულია, რომ გიორგი გახარიამ ახლა გაიგო, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სასაცილოდ არ მყოფნის ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც მან განაცხადა რამდენიმე დღის წინ - ეს არის აბსურდი აბსოლუტურად. გახარია არის იგივე „ქართული ოცნება“, არაფრით არ განსხვავდება ის „ქართული ოცნებისგან“, ამიტომ მე არასდროს გიორგი გახარიას არ განვიხილავ, როგორც ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ის ვერ გახდება ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელი. „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული შიში, დაქსაქსულები არიან, სხვადასხვა პარტია იქმნება მათ ფლანგზე, მათ შიგნით და მათ წიაღში, ამიტომ იციან ძალიან კარგად, რომ ვერ მიაღწევენ 43%-ს, რომელიც იქნება ზუსტად დაწყება ახალი საპარლამენტო არჩევნების. ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკებოდა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, გასამხნევებლად გამოვიდა და არსად არ წასულა პრინციპში, ამიტომ მე სიმართლე გითხრათ მესმის მათი შფოთვა, მათი შიში, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ რეალურად ისინი ძალიან ღელავენ თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება