რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან გამომძიებელი და ადვოკატი იმყოფება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან გამომძიებელი და ადვოკატი იმყოფება.

როგორც ციხეში შესვლამდე კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, კალანდია ჩვენებას არ მისცემს, რის უფლებასაც მას მისი სამართლებრივი სტატუსი აძლევს. ამასთან, ადვოკატი იმ გამომძიებლის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომელიც კალანდიასთან იმყოფება. თოდუას თქმით, სწორედ აღნიშნულმა გამომძიებელმა მიიღო ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ საქმის წარმოებაში მონაწილეობა.

„გამომძიებელი დღეს აპირებს დაკითხოს მიხეილ კალანდია გიორგი მენაბდის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ. მიხეილ კალანდია ჩვენების მიცემას არ აპირებს, მას უამრავი სამართლებრივი და სხვა არგუმენტი აქვს. მიხეილ კალანდიას ბრალი ედება იმ დანაშაულის დაფარვაში, რის გამოც ის გასამართლებული იქნა ქართული, ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. მას როგორც ბრალდებულს, სრული უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს. კალანდიას მისი სამართლებრივი სტატუსი აძლევს საშუალებას, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადოს.

კალანდიას არც ერთ ჩვენებაში, მენაბდე არსად არ ჰყავს ნახსენები. ის მტკიცებულებები, რაც ბრალდებას გიორგი მენაბდის მიმართ გააჩნია, ერთადერთია და ეს გახლავთ, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება, რომელიც გამოძიებას 2017 წლის პირველი დეკემბრის 23:30 საათიდან აქვს. ეს დღეს ხელისუფლებას გაახსენდა იმისათვის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოიყენოს.

მიხეილ კალანდია მიეკუთვნება იმ ადამიანთა სიას, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემა არ შეუძლია, მას მენაბდის ხელში რაიმე იარაღი არ დაუნახავს. ფაქტობრივ გარემოებებზე ანალიზი მაძლევს იმის საშუალებას, რა განცხადებებიც მენაბდესთან მიმართებაში გამიკეთებია.

გარემოება, რის გამოც მიხეილ კალანდიას სრული საფუძველი აქვს გამომძიებელს ჩვენება არ მისცეს, მდგომარეობს იმაში, ეს გამომძიებელი იმ უწყებიდანაა, რომელმაც შეთითხნა გახარიას ხელმძღვანელობით მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ეს საქმე. გენერალურ პროკურატუაში შესული საჩივრის საფუძველზე 18 ადამიანის მიმართ ვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ერთ-ერთი გამომძიებელი ეს გახლავთ - გენადი იოსებაშვილი. მან თავის დროზე ძალიან ზედმიწევნით შეასრულა გიორგი გახარიას დავალება",- განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას