გიორგი ვაშაძე - ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ ვართ ჯოგი - ეს იყო დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ოცნების“ ლიდერები

ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ არავინ ვართ, ვართ ჩვეულებრივი ჯოგი, რომელიც ქუჩაში დარბის და თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ალადაშვილის კლინიკაში აქციაზე დაშავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხელმძღვანელობდნენ.

„გუშინ იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მასობრივი ძალადობის აქტი. სინქრონში იყო მათი განცხადებები ძალადობის გააქტიურებასთან, როგორც კი განცხადებას აკეთებდა ხელისუფლების წარმომადგენელი როგორც პრემიერი, ასევე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე მყისიერად აქტიურდებოდა მოძალადეთა ჯგუფი. მე მოვინახულე ტურისტი პოლონეთიდან და ჟურნალისტები, რომლებიც აქ არიან. ტურისტმა მკითხა, რას მერჩოდა, რატომ დამესხა თავსო და რა მეპასუხა არ ვიცოდი. იმედი მაქვს, ყველა მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ თუ ეს არ შევაფასეთ, თუ ხმამაღლა არ დავუპირისპირდით ამ ძალადობას, თუ ხმა არ ამოვიღეთ - აი ასე გაგვსრესენ ყველას და დანებით დაგვჭრიან. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ეს ენით აუწერელი პოლიტიკური ძალადობაა და რა დავარქვა არც ვიცი, ამაზრზენი ქმედება და რაც ყველაზე ცუდია, ეს ხდება ქრისტეს სახელით. ქრისტიანობა გვასწავლის სიყვარულს, თანადგომას, მიტევებას და არა თავ-პირის მტვრევას, ქუჩაში დანების რტყმევას, ძალმომრეობას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, ქალებზე, კაცებზე, ტურისტებზე თავდასხმას და ა.შ. - ამას ქრისტიანული სარწმუნოება არ გვასწავლის. მე ნამდვილად ქრისტიანი ვარ და ყოველთვის დავიცავ ჩემს რწმენას, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და რომელიც უნდა გვქონდეს ყველა ქრისტიან ადამიანს.

ეს იყო კარგად დაგეგმილი ძალადობრივი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ კონკრეტული დავალებები გაუნაწილეს კონკრეტულ პირებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს მედია საშუალებებს, ვინ უნდა დასხმოდა თავს დემონსტრანტებს, ვინ უნდა შევარდნილიყო ოფისებში - ეს იყო ტაქტიკური სვლებით დაგეგმილი ოპერაცია. შეეცდებიან რამდენიმე ადამიანზე გადატეხონ ეს პროცესი, რომ თუ ბევრი დაიჭირეს, მერე ისინი ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ დავალება მიიღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან - აი ამასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ რუკები იყო დახაზული სად უნდა მისულიყვნენ და ვისთან უნდა მისულიყვნენ. დავალება იყო გაცემული, რომ აგრესიულები უნდა ყოფილიყვნენ ოპოზიციურ მედიასთან მიმართებაში, ამიტომ მონაწილეები არიან „ქართული ოცნების“ ლიდერები და თავისი თავი უნდა დაიპატიმრონ. მთავარი დამნაშავე დავალების გამცემია. რა ევროპა, რის ნატო-ში გაწევრიანება, თავი მოვიჭერით. ამხელა კულტურის ქვეყანამ თავი მოიჭრა მთელ მსოფლიოში და აჩვენა, რომ ვართ არავინ, ვართ ჩვეულებრივი ჯოგი, რომელიც ქუჩაში დარბის და თავ-პირს ამტვრევს ერთმანეთს. ასე ჯოგად ჩვენ არავინ არ მიგვიღებს, თუმცა ჩვენ არ ვართ ჯოგი, ჯოგი ის არის ვინც ეს დავალებები გასცა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე