მიხეილ სარჯველაძე - პოლიციას გუშინ უზარმაზარი ამოცანა ჰქონდა, რომელსაც გაართვა თავი ასე თუ ისე

პოლიციას გუშინ უზარმაზარი ამოცანა ჰქონდა, რომელსაც გაართვა თავი ასე თუ ისე - ეს გააკეთა იმ გზით, როცა მაგალითად, განრიდებას აკეთებდა კონკრეტულ ვითარებაში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულში კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საფუძველი გამოკვეთილი არ არის.

„გუშინ, რაც ვიხილეთ, ისედაც ძალიან დრამატული და მძიმე სანახავი იყო და არ სჭირდება ამას დამატებით კიდევ რაღაც არასწორი შეფასებების დამატება, მათ შორის, ის, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის განცხადების თაობაზე, რომ თითქოს ამან გაუკეთა პროვოცირება იმას, რაც ვიხილეთ ქუჩებში - ეს არ არის სწორი, ეს ცალსახად მცდარი მოსაზრებაა და შესაბამისად, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით.

გუშინ, თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის. ყველგან, სადაც ზედმეტი ესკალაცია თავიდან არიდებული იქნა და ა.შ. ყველგან ეს არის პოლიციელების დამსახურება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სწორი სამართლებრივი რეაგირების მოხდენა თითოეულ იმ სამართალდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ.

„გაკეთდება სწორი სამართლებრივი შეფასება, ყველა თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საფუძველი ნამდვილად არ არის გამოკვეთილი. პოლიციას გუშინ უზარმაზარი ამოცანა ჰქონდა, რომელსაც გაართვა თავი ასე თუ ისე - ეს გააკეთა იმ გზით, როცა მაგალითად, განრიდებებს აკეთებდა კონკრეტულ ვითარებაში. პოლიციის ქმედებები რომ შეფასდეს, ბევრ გარემოებასთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის