ლევან ბეჟაშვილი - საქართველოში რეჟიმია ჩამოყალიბებული, რომელიც კუჭავას სახით აღმართავს ევროპულ დროშას, მაგრამ ღარიბაშვილის სახით მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი არ სცენ ევროპულ ღირებულებებს

ამ რეჟიმს ერთსახოვანი ანალიზი არ აქვს - ერთ შემთხვევაში, კახა კუჭავას სახით ევროპულ დროშას აღმართავს, მაგრამ ღარიბაშვილის სახით მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი არ სცენ ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი კახა კუჭავას ჟესტი ერთგვარ ფარისევლობად დარჩება, თუ დამნაშავეების იდენტიფიცირება არ მოხდება.

„დღევანდელი კახა კუჭავას ჟესტი, ესეც ხომ ერთგვარ ფარისევლობად დარჩება?! დარჩება, თუ არ მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება და დასჯა. დღეს საქართველოში რეჟიმია ჩამოყალიბებული და ამას მგონი, ყველა ეთანხმება. ამ რეჟიმს ერთსახოვანი ანალიზი არ აქვს. ერთ შემთხვევაში, კახა კუჭავას სახით აღმართავს ევროპულ დროშას, მაგრამ ღარიბაშვილის სახით მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი არ სცენ ევროპულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას. ხელისუფლებაში დღეს მრავალსახოვანი რეჟიმი გვაქვს. ერთია კონკრეტული განცხადებები და მეორეა მოქმედებები“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მანვე „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფები იბრძვის და კუნთებს ათამაშებს იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვოს.

„ეს იყო პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება ე.წ. პროტესტანტების. იყო წახალისებული, დაგეგმილი - ამ აქციის ორგანიზატორების და გამომსველელების მხრიდან ინიცირებული. ზოგადად, რელიგიური ექსტრემისტული ჯგუფები იბრძვის და კუნთებს ათამაშებს იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვოს. ეს სახიფათო ტენდენციაა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერზე ადეკვატურად რეაგირებდეს ჩვენ რას ვხედავთ?! ამ ჯგუფებში, ის ადამიანები არიან იდენტიფიცირებულები, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.

ბეჟაშვილის განცხადებით, ორივე დღეს პოლიცია ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალობას იცავდა.

„ქართული დემოკრატია ამ საკითხთან მიმართებაში, რასაც ჰქვია პროევროპული მიმართულება საკმაოდ გამოცდილია. ჩვენ კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, როგორ შემოვიდა ქვეყანაში, რომლის სამოდელო ქვეყანა სომხეთი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ ვექტორისკენ მიჰყავს ივანიშვილის მთავრობას ქვეყანა 9 წლის განმავლობაში.

ვერ დაგეთანხმებით, რომ ორი განსხვავებული ინსტიტუცია ვნახეთ. პირველ დღესაც და მეორე დღესაც პოლიცია ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალობას იცავდა. ძალადობრივ ჯგუფებს მიეცათ საშუალება მეორე ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლა მოეხდინათ. მკვეთრად სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები და საფრთხეები შეიქმნა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება