ლაშა ბუღაძე - ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, ხვალ, ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული - მედიას ვთხოვ, ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან

მწერალი ლაშა ბუღაძე მედიას მიმართავს თხოვნით, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღე გლოვის დღედ გამოაცხადონ.

როგორც ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სახელმწიფოს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ხვალ გლოვის დღე სახელმწიფო მასშტაბით უნდა ცხადდებოდეს.

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ამ სახელმწიფოს, ხვალ ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული, სახელმწიფო დროშები დაშვებული უნდა იყოს და ჩვენ ვაცხადებდეთ სახელმწიფო გლოვას. მივმართავ მედიას, რადგან ამათი იმედი არავის არ გვაქვს - ხომ მოვისმინეთ რაც თქვა ივანიშვილის ბოროტმა მარიონეტმა და კარიკატურამ, რომ წამოცდა კიდეც - დაისაჯაო, დაღუპვის მაგივრად და გაამჟღავნა, რომ ეს მათი მხრიდან დასჯა იყო ჟურნალისტების. მედიას ვთხოვ, ხვალ ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ტრაგედიაა. ზოგიერთები ცხვირს იბზუებენ, რომ ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ სიკეთესა და ბოროტებას შორის“,- განაცხადა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველი“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!