ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპონდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მხარეს „ფრონტერასთან“ საარბიტრაჟო დავა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდა.

„დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ“ გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ „ფრონტერას“ სახელით, საერთოდ არ წარმოადგენენ ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად გადაამოწმოს ინფორმაცია და მოერიდოს სპეკულაციებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან“, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ“ გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად