მიხეილ სააკაშვილი - მე და ლიზა იასკომ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად -  ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს ვიწყებთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ლიზა იასკოსთან ერთად ოჯახს ქმნის.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ახალ ცხოვრებას იწყებს და ყველას ბედნიერებას უსურვებს.

„მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს ვიწყებთ. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხდით ერთმანეთს მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ ყველას. რა თქმა უნდა, ამაზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ერთობლივი ოჯახი და გვინდა ყველას ვუსურვოთ ბედნიერება, ისევე, როგორც ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და ბედნიერება გვისურვოს“,-აცხადებს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის