რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“ არიან შეკრებილი.

ადგილზე ასევე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა და პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე. პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება დეპუტატი თაკო ჩარკვიანიც.

რამდენიმე საათის წინ პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია შევიდა.

ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც.

როგორც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილთან, როგორც მის უფლებადამცველს სურს შესვლა და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეუშვან.

„მე აქ მოვედი მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად, ასევე ჩემი მეგობრის სანახავად, რა თქმა უნდა, როგორც ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საფუძვლები არსებობს, რომ ჩვენ შესვლა შეგვიფერხონ, ვთხოვ, საქართველოს ხელისუფლებას, შეფერხების გარეშე შემიშვან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ჩემს მეგობართან და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ მის მიმართ“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის