პრეზიდენტი - რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? - რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი აქტორია და არ დათმობს მის ადგილს

რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? - რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ უნდა აჩვენოს, რომ მნიშვნელოვანი აქტორია და რომ არ დათმობს მის ადგილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, როგორია რუსეთთან, საქართველოს და ევროპის დიდ მეზობელთან, ურთიერთობის მისეული ხედვა.

პრეზიდენტის თქმით, რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური - არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის.

“დღეს კავკასია ევროკავშირის პოლიტიკისათვის სატესტო ტერიტორიაა, თუ რა შეუძლია მოიმოქმედოს მან ამ მეზობელ რეგიონთან და რუსეთთან მიმართებაში.

წელს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისაკენ მიმართული სრულიად ახალი ჩართულობა.

პრეზიდენტი შარლ მიშელი, 6 თვის განმავლობაში, სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში და პირდაპირ ჩაერია ქვეყნის სტაბილიზაციაში, მისი კრიზისიდან გამოყვანის გზით. ასევე, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ომი მოხდა, დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ევროკავშირის მხრიდან არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციის სურვილი, რაც აუცილებელია, რადგან ეს კონფლიქტი არ შეიძლება გადაწყვიტოს მხოლოდ თურქეთმა, რუსეთმა, ან სხვა ხელისუფლებებმა.

რა უნდა გაკეთდეს კავკასიაში? რუსეთთან დაპირისპირება არ არის სწორი და ევროპული გზა, ამისთვის ევროპას არც სამხედრო ძალაუფლება აქვს და არც სურვილი, მაგრამ მან უნდა აჩვენოს, რომ არის მნიშვნელოვანი აქტორი, და რომ არ დათმობს მის ადგილს. დღეს ბევრი დისკუსიაა ამ რეგიონში სხვადასხვა ფორმატების, დიდი ინფრანსტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ევროპას შავ ზღვასთან, კასპიის ზღვასთან და აზიასთან აკავშირებს. ეს რეგიონი არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ექსკლუზიური - არც რუსეთის, არც თურქეთისა და არც ირანისთვის. დღეს კარგად ვხედავთ, რომ ეს ქვეყნები აქტიურები არიან, აქვთ დამსახურება და ინტერესი, რომ იყვნენ ამ რეგიონში, არცერთ ამ ქვეყანას არ აქვს ეკონომიური საშუალება, რომ განახორციელოს ის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ყველა საუბრობს. ევროპა ერთადერთია, ვისაც ეს ძალაუფლება გააჩნია. ეკონომიური ძალაუფლების გარდა, მას უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რისი განხორციელება სურს, რეგიონის დასტაბილურების ხედვა და იმის აღქმა, თუ რაში მდგომარეობს მისი ძალა დღესდღეობით. ეს ძალა შეიძლება მდგომარეობდეს დიდი პოლიტიკური პროექტის განხორციელებაში”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია