მიხეილ სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ გომელაურის უახლოესი ადამიანის სახელზე, რომელიც სოციალურად დაუცველი იყო, რამდენიმე დიდი კომპანია აღმოჩნდა - თქვენ არ გინდათ ასეთი თოვლის ბაბუა?

როგორ მოხდა, რომ ვახტანგ გომელაურის უახლოესი ადამიანის სახელზე, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი და ძალიან გაჭირვებული იყო, უცებ აღმოჩნდა რამდენიმე დიდი კომპანია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც სამართალდამცველებს ისევ იმდენი ხელფასი აქვთ, რამდენიც მისი პრეზიდენტობის დროს და მათ 10 000 ლარიან სესხს არ აძლევენ, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება აღარ მუშაობდნენ.

„მაშინ როცა პოლიციელებს ხელფასი იმდენივე აქვთ, რამდენიც ჩემი პრეზიდენტობის დროს, გარდა იმ რამდენიმე ასეული პირისა, რომელიც არბევს, როგორ მოხდა, რომ ვახტანგ გომელაურის უახლოესი ადამიანი, რომელიც იყო დარეგისტრირებული როგორც სოციალურად დაუცველი, ძალიან გაჭირვებული იყო და უცებ მის სახელზე აღმოჩნდა რამდენიმე დიდი კომპანია და მას დაუთმეს სათამაშო ბიზნესის 20%, კომპანიაში, რომელიც ღირდა 60 მილიონი დოლარი. თქვენ არ გინდათ ასეთი თოვლის ბაბუა, რომელიც გაჩუქებთ 20%-ს 60 მილიონიან ბიზნესში?

ამ უქონელმა კაცმა კომპანია „ბაუ მაესტერის“ წილში გადაიხადა 4 მილიონი ლარი, კუპატაძეზე ბევრი ილაპარაკა პრესამ და ა.შ. და რიგით პოლიციელს სესხს არ აძლევენ 10 ათას ლარზე, იმიტომ, რომ იციან, შეიძლება ვერ გადაიხადონ და ხვალ ეს ხალხი არ მუშაობდეს, აღარ ვლაპარაკობ თბილისში რაც ხდება, ძალიან კარგად იცით და ის, რომ ივანიშვილმა 5 მილიარდი დაიმატა საქართველოს ქონებით,“- განაცხადა სააკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის