მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელს, როცა შევხვდი ილჰამ ალიევს გასართობ პროცედურაზე კი არ ვიყავი, დიახ, შევხვდი „სპა რეზორტში“, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი

შემდეგ მოვყვები ილჰამ ალიევმა რა გაუკეთა საქართველოს ომის დროს. ერთი წამი არ გაჩერებულა ჩვენი ნავთობით და ბენზინით მომარაგება, არც ეროვნული ბანკის მომარაგება. დიახ, შევხვდი „სპა რეზორტში“. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. „სპა რეზორტში“ ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი! სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი! საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი!“ -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სახელმწიფოს ფული დაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით ჩარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან და ბევრი ასეთი კუნძულოვან სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მილიონი დოლარი. პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჭში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ნიუ-იორკიდან სოჭში ჩააფრინეს, შემდეგ კი სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. თუ არ ვცდები, ჩრდილო კორეაში სამიტი იყო და ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, რომ მანამდე სადმე წაიყვანეთ რამდენიმე პრემიერი და მინისტრი, დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს, მე ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს, სახელმწიფოს ფული, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ! "მოვთაფლეთ"! დავალევინეთ! ვაჭამეთ! მოვესიყვარულეთ და საჩუქრები ჩავუტანეთ!

2008 წელს, როდესაც შევხვდი ილჰამ ალიევს გასართობ პროცედურაზე კი არ ვიყავი! შემდეგ მოვყვები ილჰამ ალიევმა​ რა გაუკეთა საქართველოს ომის დროს. ერთი წამი არ გაჩერებულა ჩვენი ნავთობით და ბენზინით მომარაგება, არც ეროვნული ბანკის მომარაგება. დიახ, შევხვდი „სპა რეზორტში“. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. „სპა რეზორტში“ ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი! სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი! საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი!“- აღნიშნავს სააკაშვილი.

მისივე თქმით, „ყველაზე დიდი კორუფციონერები ასამართლებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს“.

„ კორუფციამ მართლა შეჭამა ქვეყანა! დღეს, ყველაზე დიდი კორუფციონერები ასამართლებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს! მართლაც ჩალით, ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?! მე ვარ უკრაინის ანტიკორუფციული კანონის და უკრაინის ერთ-ერთი ანტიკორუფციული სამსახურის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამ ხალხს ასამართლებთ თქვენ!

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან