თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტების - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე განიხილავენ "რემდესივირის" გამოყენებას ბინაზე, თუმცა, საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის - "რემდესივირის" ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტირებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი "რემდესივირი" აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.

„ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ "რემდესივირის" დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.

"რემდესივირი" სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. "მერკის" წამლის, "მოლნუპირავირის" ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში.

„ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც „დელტა“ შტამზე, „ასევე „ომიკრონზეც". ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ტაბლეტირებულ მედიკამენტებს -„ფაიზერის“ ნაწარმს, „პაქსლოვიდს“ და „მერკის“ ნაწარმს - „მოლნუპირავირს“ პაციენტებს სახელმწიფო მიაწვდის, რადგან ისინი თავისუფალ გაყიდვაში მსოფლიოში არსად გამოდის და ძალიან დეფიციტურია.

„მათი განაწილების გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე ხდება. საქართველო ამას ცენტრალიზებულად მიიღებს და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინკლინიკას და ყველა ოჯახის ექიმს. მათზე წვდომა ყველა ავადმყოფს ექნება, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საფრთხეებს "ომიკრონის" შემთხვევაში, როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს კლინიკური და ამბულატორიული სექტორის გადატვირთვაა.

„თუ ჩვენ „ომიკრონით“ ინფიცირებული 30 ათასი ავადმყოფი გვეყოლება, გასაგებია, რომ ჰოსპიტლები მაინც გადაიტვირთება, ვიდრე დღეს გვაქვს. ამიტომ არნახული, უპრეცედენტო ზომებია მიღებული ონლაინკლინიკების, ოჯახის ექიმების და ჰოსპიტალური სექტორის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს