რომან გოცირიძე - ხელისუფლებას უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების არცერთი ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურს

ხელისუფლებას უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების არცერთი ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურს, ამიტომ არ არის მოსალოდნელი, რომ რაიმე სასიკეთო მოხდება და ყურად იღებენ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრ გაფრთხილებას, - ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ეუთი/ოდირის დასკვნას.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების რჩევების და მოწოდებების იგნორირებას ახდენს და წვრილმან დათმობაზეც არ წავა. მისივე თქმით, სხვა მოცემულობა შეიძლებოდა ყოფილიყო, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პირობებში, რასაც დაემატებოდა ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნაც.

„სანამ ეუთო/ოდირი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, იგივე შეიძლება გაეკეთებინა საკონსტიტუციო სასამართლოს და შეეჩერებინა ის პროცესი, რაც პარლამენტში წარიმართა, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოს ყველა შტო, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო არის ამ პარტიის მართვის ქვეშ, მათი მორჩილი ორგანოა და ვნახეთ ამ საქმის გაჭიანურების შედეგი, მივიღეთ ანტიკონსტიტუციური ქმედება და ამ ინსტიტუტის უსამართლო გაუქმება. ეს კანონი უნდა იქნას შეჩერებული, ფაქტობრივად, თავიდან უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. ეს ამხელს ასევე ქვეყანაში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არარსებობას, პრეზიდენტს რომ ვეტოს უფლება გამოეყენებინა, განსხვავებული პოლიტიკური თუ სამართლებრივი განწყობილება იქნებოდა და ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს, პრეზიდენტის და ოპოზიციის და საღად მოაზროვნე ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის კოლექტიური აზრი აიძულებდა ხელისუფლებას ეს ნაბიჯი არ გადაედგა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროება მოითხოვა. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შინაარსობრივ საკითხებზე ინფორმაცია ეუთო/ოდირს საერთოდ არ მიწოდებია, რაც მას ამ საკითხზე სრულ და ობიექტურ წარმოდგენას შეუქმნიდა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება