„საპენსიო სქემის ადმინისტრირების" ტრენინგს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო

საპენსიო სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბუღალტრებისა და საფინანსო სფეროში დასაქმებული პირებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, საჯარო ტრენინგი „საპენსიო სქემის ადმინისტრირებას“ ეხებოდა და მას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვაჟა ჯაფოშვილი უძღვებოდა.

„ტრენინგზე "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი და მისი ძირითადი პრინციპები, საპენსიო დანაზოგების განხორციელების პროცედურები, დეკლარირება და მასთან დაკავშირებული პროცესები, დამსაქმებლების და მონაწილეების უფლება -მოვალეობები და ასევე, დაგროვებითი პენსიის დანიშვნის და გაცემის პროცედურები განიხილეს.

ტრენინგი ერთი საათი გრძელდებოდა და მას ასამდე მონაწილე დაესწრო.

საპენსიო სააგენტო მსგავს ტრენინგებს და საჯარო გამოსვლებს დაგროვებითი საპენსიო სქემით დაინტერესებული ჯგუფისთვის მომავალშიც გეგმავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს