ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერა ჰქონდა, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან

ევროპარლამენტის რეზოლუციას „ევროპის სახალხო პარტიის“ მხარდაჭერა ჰქონდა, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ რეზოლუციას 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა.

„ევროპის სახალხო პარტიისთვის“ ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში - საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პრობლემა. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რჩებიან EPP-ში, ანუ კრიმინალური პარტიები რჩებიან „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში, მანამდე იქნება სერიოზული პრობლემები.

კონკრეტული პოლიტიკური კავშირები რა არის იქ, ყველამ იცის. რაღაცაზე საჯაროდ საუბარს მაინც ვერიდები. EPP-ზე არგუმენტი არც არის საჭირო, რადგან ორი კრიმინალური პარტია არის მასში წარმოდგენილი. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. დანარჩენებმა მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას და მათი განცხადებებიც არის სრულიად ბუნებრივი. ისინი აცხადებენ, რომ მხარს არ უჭერენ რეზოლუციას, პირველ რიგში კი იმ ჩანაწერს, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. ეს პოზიცია არის სრულიად ლოგიკური. იმდენად უსამართლოა ეს ჩანაწერი, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები წყვეტენ დაუპირისპირდნენ სხვა ევროპარლამენტარებს ამ საკითხის გარშემო. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია ის ჩანაწერი. დასაბუთებას რომ თავი დავანებოთ, სამარცხვინოა ეს ჩანაწერი სააკაშვილის და გვარამიას გაშვებაზე და ამასთან ერთად ითხოვ ივანიშვილის სანქცირებას. აქ სამართლიანობაზეც არ არის საუბარი, ღირსების თემაა, რომ ასეთი ჩანაწერები არ უნდა გვხდებოდეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა