პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

პარლამენტში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე დისკუსიას აგრძელებენ.

"ლელოს" დეპუტატის, დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში შეხვედრას ესწრებიან: "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები - თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, სერგო ჩიხლაძე, "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, "ლელოს" დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი და დავით უსუფაშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი. შეხვედრაზე მიწვეულები არიან "გირჩის" წარმომადგენლებიც, თუმცა, ჯერ ჯერობით "გირჩის" დეპუტატები შეხვედრაზე არ მისულან. ამავე საკითხზე ოპოზიციური ჯგუფები გუშინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

პირველი შეხვედრა ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე საპარლამენტო ოპოზიციამ 4 ივლისს გამართა, სადაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე და მის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება