სერგო ჩიხლაძე - ბატონი გოგაშვილი არის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. მისი განმარტებით, ახლა გოგაშვილმა „ზუსტად იმის მხილება დაიწყო რაზეც „ქართული ოცნება დგას“.

„ბატონი გოგაშვილი არის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე მწვავედ და მტკივნეულად მიიღო მისი ბოლო განცხადება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ის პირდაპირ ამბობს, რომ უპრეცედენტო გაყალბების ფაქტებს ჰქონდა ადგილი ბოლო არჩევნებზე და ზუსტად ამაზე დგას „ქართული ოცნება“. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ზუსტად ამ ძალმომრეობაზე, უკანონობაზე დგას ხელისუფლება და ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი, იმიტომ, რომ ზუსტად იმის მხილება დაიწყო სოსო გოგაშვილმა, რაზეც დგას „ქართული ოცნება“ და რატომაც არ უნდა იყვნენ ისინი ხელისუფლებაში“, -აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში. ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ გაყალბდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გოგაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ მტკიცებულებები ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადასცა.

„2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას( საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და ა.შ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს“, - წერს სოსო გოგაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს