თუკი USAID-ი ეკა გიგაურზე დაყრდნობით თავის რეპუტაციას ასე წირავს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ასეთი დასკვნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, USAID თავის რეპუტაციას უნდა უფრთხილდებოდეს და გადამოწმებად ფაქტებს ეყრდნობოდეს.
ცნობისთვის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში - „კლეპტოკრატიის აღმოფხვრის შესაძლებლობის ფანჯრების წართმევა“ - საქართველოში 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმები ქვეყნის კლეპტოკრატიისგან გათავისუფლების კარგ მაგალითად არის დასახელებული. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე ნათქვამია, რომ “უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო დაატყვევა“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"