ფინეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყანა არ შეწყვეტს რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემას, თუმცა მათ მოუწევთ უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯონ ვიზის მისაღებად

ფინეთი არ შეწყვეტს რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემას. როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტავენ, ისინი ამისთვის შესაბამის კანონიერ საფუძველს ვერ ხედავენ.

ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სპიკერმა იუსი ტანერი ავრცელებს.

„ვიზების გაცემის სრული შეწყვეტა ან ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტა ის ზომაა, რომლისთვისაც ვერ ვპოულობთ სამართლებრივ საფუძველს“, - განაცხადა ტანერმა.

მისივე განმარტებით, რუსეთის მოქალაქის თითოეული განცხადება ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ტანერმა განმარტა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რუსებისთვის ვიზის ღირებულება 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზარდა. გაფორმების დრო კი 10-დან 15 დღემდე გაიზარდა.

„რუსები ახლა ვიზაზე მიმართავენ ისევე, როგორც უზბეკეთის ან მონღოლეთის მოქალაქეები. მათ მოუწევთ მეტი დრო და ძალისხმევა დახარჯონ დოკუმენტების შეგროვებაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არანაირი უპირატესობა აღარ აქვთ“, - განაცხადა დიპლომატმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ