პაატა მანჯგალაძე - ლუკაშენკო რასაც აკეთებს, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა - ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით

ლუკაშენკო რასაც აკეთებს, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა - ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გამაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას გამოეხმაურა.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ირჩევს პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და დაუცველს ტოვებს ოკუპანტთან.

"ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია, მისი ჯამბაზი და რასაც ის აკეთებს, ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით საქართველოს ინტერესებისთვის, ვერ განვახორციელებდით სტრატეგიულ ამოცანებს. ერთიანი საქართველოს იდეა შეიძლება მიიღწეს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და არა ყოველ დღე ევროპის და ამერიკის თავდამსხმელი განცხადებებით. სად არის დღეს ის ოთხეული?! ვინმემ ნახა განცხადება, სადაც ლუკაშენკოს ამ ვიზიტს გმობენ? რატომ არ გააკეთეს გუშინვე ამაზე განცხადება. შვეიცარიის სასამართლო და მათი დემოკრატია რომ არ მოსწონდათ, ლუკაშენკოს დემოკრატია მოსწონთ?! რატომ არ ითხოვენ ბელარუსის ელჩთან შეხვედრას, იქნებ ბელარუსი გვაძალებს ომს?! ამ ოთხეულის, ივანიშვილის მარცხენა ხელი რომ არის, განცხადება ნახეთ ამაზე?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის