გიორგი ვაშაძე - პრორუსული „ოცნების“ მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა, პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა გამოიწვია

პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, პრორუსული „ოცნების“ მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია - ეს ყოველივე პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მიუღებელი და შემაშფოთებელია, როდესაც აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონისა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით ჩავიდა.

„ღიად და მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია. პრორუსული „ოცნების“ მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა. ფაქტია, რომ ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს, ის ცდილობს, რომ აფხაზეთის საკითხით პუტინს თავი მოაწონოს და დაანახოს, რომ მის მხარეს იჭერს და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირ მკვეთრ და მკაცრ პასუხს არ ელოდება.

ლუკაშენკო პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. პუტინის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, მასთან ერთად აუცილებლად დასრულდება მისი მარიონეტი ლუკაშენკოსა და პუტინისტური „ქართული ოცნების“ მმართველობაც,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის