შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს გორდან იანდროკოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ხორვატიის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებისა და სექტორული კომიტეტების გზით საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საჭიროებაზე.

შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. გორდან იანდროკოვიჩმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევები, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.

შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?