ხობში ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება - “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხობელი ხელოვანის, ირაკლი შონიას ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

“ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტიუმირებული ანიმატორები. გაიმართა პირველობები ნარდში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში. კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლიმბო“ წარდგნენ. საზეიმო საღამო დიჯეი ზუქეის კონცერტით გაგრძელდა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს