ანრი ოხანაშვილი - ღიად ვერ ამბობენ, თორემ ოპოზიციაში უნდათ კანონში ჩავწეროთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი რადიკალური ჯგუფები კი ბრუნდებიან

ოპოზიციის მიზანია კანონი ერთ პირს, ბიძინა ივანიშვილს მოერგოს - ღიად ვერ ამბობენ, თუმცა უნდათ კანონში ჩავწეროთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი რადიკალური ჯგუფები კი ბრუნდებიან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციას შესთავაზეს წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები, რა ჩაეწერათ კანონში, თუმცა ასეთი ხედვები მათგან არ მოუსმენიათ.

„მათ მსგავსი შემოთავაზება არ ჰქონიათ არც საკომიტეტო ფორმატში და არც პლენარულ სხდომაზე. ამას ვერც გააკეთებდნენ, რადგან ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია, კანონი ერთ პირს მოერგოს და ეს უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. გუშინ ევროკომისარმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა ემსახურებოდეს არა ცალკეული პირების ჩაწერას, არამედ ჩარჩო რეგულაციების შექმნას გამოწვევისთვის, რომელიც არის ფენომენად და გამოწვევად მიჩნეული, არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. ჩვენ ამას ვაკეთებთ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არც ერთი შინაარსობრივი წინადადება არ შემოუთავაზებია. თუ არ ეთანხმები რაღაცას, ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ვიცით, რომ მათთვის ალტერნატივა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა და ამას ხომ არ გვეტყოდნენ?! ასე ღიად ვერ ამბობენ ამას, თუმცა უნდათ კანონში ჩვენ ჩავწეროთ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტი რადიკალური ჯგუფები კი ბრუნდებიან - უკაცრავად, მაგრამ ამას საკანონმდებლო პროცესი არ ითვალისწინებს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა