საქართველოს პრეზიდენტმა „ოქსფორდის კავშირის“ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტისას, ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა, ,,ოქსფორდის კავშირში" საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი რეპრესიული რეჟიმის ქვეშ გაატარა, სრულად ესმის ღია, გულწრფელი დისკუსიებისა და დებატების მნიშვნელობა, რომელსაც მხარს უჭერს და აფასებს ისეთი ისტორიული ორგანიზაციები, როგორიცაა ,,ოქსფორდის კავშირი".

,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, პატივია სტუმრად ყოფნა ,,ოქსფორდის კავშირში", საზოგადოებაში, რომელიც მსოფლიოში თავისი ტრადიციებითა და სახელითაა ცნობილი.

ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ,,ოქსფორდის კავშირს" მის საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო და ვიმედოვნებ, რომ კავშირი ამ მნიშვნელოვან დებატებს მომავალი თაობებისთვის კვლავ გააგრძელებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

,,ოქსფორდის კავშირის" პრეზიდენტი ჩარლი მაკინტოშის განცხადებით, ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" სერია 2019 წელს მის პატივსაცემად დაფუძნდა.

,,მას შემდეგ ლექციები წაიკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონმა და ტერეზა მეიმ. მისი აღმატებულება [პრეზიდენტი] იქნება პირველი საერთაშორისო სტუმარი ლექციების სერიაში და ასევე პირველი, კოვიდპანდემიის დაწყებიდან.

ჩვენთვის დიდი პატივია მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი. ჩვენ მსგავსი ვიზიტი რამდენიმე წელია არ გვქონია და შესანიშნავია გვყავდეს საქართველოს წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოს და ოქსფორდის ძლიერი მეგობარი სტუმრობდეს ჩვენს კავშირსა და ქალაქს", - განაცხადა მან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?