მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი ფრაზა, „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“ - ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი და ამას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესიც მოწმობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

"უბრალოდ, სირცხვილია, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი. შეუძლიათ მხოლოდ რაღაც კადრების გამოქვეყნებაზე ილაპარაკონ. საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ პენიტენციური სამსახური თურმე საქმის მასალებს ვერ გაეცნო, ამ დროს ეს მასალები ჯერ კიდევ 9 დეკემბერს იყო წარდგენილი. უბრალოდ, როგორც ჩანს, დოკუმენტებში ისეთი მტკიცებულებები უნდა აღმოეჩინათ, რომელიც მათ პოზიციას აბსოლუტურად აცამტვერებს. ახლა გაჭიანურების რეჟიმზე გადავიდნენ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება საქართველოში.

"მოვითხოვეთ, რა დოკუმენტებს აგზავნიან სტრასბურგში ყოველთვიურად იუსტიციის სამინისტროდან. გვეუბნებიან, რომ სიმულიანტობს. ეს დოკუმენტები მთელი თვეების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვცა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ. წამლებთან დაკავშირებით უამრავი თემატიკა იყო. დაახლოებით 7 ტომი მაინც იყო ეს მიმოწერები, რაზეც პასუხს არ იძლევიან, ამიტომ სასამართლოს მოვთხოვეთ",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე 22 დეკემბერს ძირითად შუამდგომლობას დააყენებს და შემდეგ მოწმეების დაკითხვა დაიწყება. გარდა ამისა, მან იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაც შეაფასა.

ფილმ „შერეკილებში" არის ასეთი კარგი ფრაზა, ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი, ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი. გაასაჯაროონ თუ რამის გასაჯაროება უნდა, დაგვანებოს თავი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში. "ვეუბნებით, თუ სიმულანტები ვართ, დაგვიმტკიცეთ, თუ მატყუარები ვართ, დაგვიმტკიცეთ. არაფერს ამბობენ და გარბიან",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი ფრაზა, „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“ - ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი და ამას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესიც მოწმობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

"უბრალოდ, სირცხვილია, იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი. შეუძლიათ მხოლოდ რაღაც კადრების გამოქვეყნებაზე ილაპარაკონ. საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ პენიტენციური სამსახური თურმე საქმის მასალებს ვერ გაეცნო, ამ დროს ეს მასალები ჯერ კიდევ 9 დეკემბერს იყო წარდგენილი. უბრალოდ, როგორც ჩანს, დოკუმენტებში ისეთი მტკიცებულებები უნდა აღმოეჩინათ, რომელიც მათ პოზიციას აბსოლუტურად აცამტვერებს. ახლა გაჭიანურების რეჟიმზე გადავიდნენ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება და ვერც ჩაუტარდება საქართველოში.

"მოვითხოვეთ, რა დოკუმენტებს აგზავნიან სტრასბურგში ყოველთვიურად იუსტიციის სამინისტროდან. გვეუბნებიან, რომ სიმულიანტობს. ეს დოკუმენტები მთელი თვეების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ არ მოგვცა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრომ. წამლებთან დაკავშირებით უამრავი თემატიკა იყო. დაახლოებით 7 ტომი მაინც იყო ეს მიმოწერები, რაზეც პასუხს არ იძლევიან, ამიტომ სასამართლოს მოვთხოვეთ",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე 22 დეკემბერს ძირითად შუამდგომლობას დააყენებს და შემდეგ მოწმეების დაკითხვა დაიწყება. გარდა ამისა, მან იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებაც შეაფასა.

ფილმ „შერეკილებში" არის ასეთი კარგი ფრაზა, ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი, ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი. გაასაჯაროონ თუ რამის გასაჯაროება უნდა, დაგვანებოს თავი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში. "ვეუბნებით, თუ სიმულანტები ვართ, დაგვიმტკიცეთ, თუ მატყუარები ვართ, დაგვიმტკიცეთ. არაფერს ამბობენ და გარბიან",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის