შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ეს არის „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვა - ახალი ომბუდსმენი ჩვენთვის უნდა იყოს მისაღები

თუკი ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვას და მის დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში - ომბუდსმენი „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს მისაღები,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსენსუსი შედგება თუ არა, ეს ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე იქნება დამოკიდებული.

„სახალხო დამცველის შერჩევას რაც შეეხება, იცით, რომ კონსულტაცია მიმდინარეობს. აქ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული. მე შემიძლია გავიმეორო ჩემი დამოკიდებულება, კანდიდატი უნდა იყოს თანაბრად მისაღები იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა სახალხო დამცველის ასარჩევად და მეორე - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ამ პარლამენტში წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და თუკი ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვას და მის დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. თუკი ვსაუბრობთ საქართველოს სახალხო დამცველზე, ის მისაღები უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. შესაბამისად, უმრავლესობის წარმომადგენელია „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს მისაღები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?